logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ეწვევა – დაგეგმილია შეხვედრა ემანუელ მაკრონთან

25 მარ 202517:11
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/25/lj87q9882u2zs2k.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 26 მარტს, საღამოს, საფრანგეთს ეწვევა, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიღებს. ინფორმაციას ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით "ევროპეისკაია პრავდა" ავრცელებს.

ელისეის სასახლის ცნობით, შეხვედრა ჩატარდება უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილი სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც 27 მარტს გაიმართება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას კვლავ პრიორიტეტად განიხილავს და ამ მიმართულებით ძალისხმევას გააგრძელებს.


close დახურვა