უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყეს.
ინფორმაციას მედია ოდესის ოლქის გუბერნატორზე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ.
"4 მარტის საღამოს შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარტყა იმ დროს, როდესაც ის ჩერნომორსკის პორტიდან გადიოდა. გემს გადაჰქონდა სიმინდი. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ", - ამბობს ოდესის ოლქის გუბერნატორი.
მან ასევე დასძინა, რომ დაშავებულებს გაუწიეს დახმარება და მოახდინეს ეკიპაჟის ევაკუირება.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა 5 მარტს განახორციელეს თავდასხმა სადესანტო დრონებით სამხრეთ ოდესის რეგიონში.
"თავდასხმის შედეგად უფუნქციო დასასვენებელ ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი გადავიდა ხის შენობებზე. ახლომდებარე ოთხსართულიანი შენობა ნაწილობრივ განადგურდა. ასევე დაზიანდა სამოქალაქო ტრანსპორტი", - თქვა ოლეგ კიპერმა.
მან დასძინა, რომ ხანძარი უკვე ჩააქრეს, შემთხვევას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
