logo
ENG



საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვეს

27 მარ 202519:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/27/ogzmrnb34jtj8gm.jpg

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. 

ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძის პატიმრობას ითხოვდა. 

სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა