logo
ENG



გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: შემზღუდავი კანონები შემაშფოთებელია

03 აპრ 202521:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/03/ahreo0wtl5www1t.jpg

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე კვირაში ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული შემზღუდავი კანონებით შეშფოთებულები არიან.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც აძლიერებენ უკვე არსებულ რისკებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობასა და სამოქალაქო სივრცესთან დაკავშირებით და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა