logo
ENG



გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა

04 აპრ 202516:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/04/ypylyo5oc58oaah.jpg

გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე არ გაასაჯაროვეს.

უწყების ცნობით, ცვლილების საფუძველი როტაციაა.

ბესელია აჭარის პოლიციის უფროსად 2022 წელს დაინიშნა.

დეპარტამენტს ამიერიდან გიორგი ბუხრაშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაცია "ფორმულას" შს სამინისტროში დაუდასტურეს. აქამდე ბუხრაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა


close დახურვა