logo
ENG



გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაუშვეს

03 აპრ 202618:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/03/xmqtq2m74jqxr69.png
გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაუშვეს - ინფორმაცია "ფორმულას"შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
 
"ფორმულას" უწყებაში უთხრეს, რომ გრიგოლ ბესელია სისტემაში აღარ არის.
 
გასული წლის მაისში გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
 
იქამდე ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა.
 
ცნობისთვის, ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

close დახურვა