logo
ENG



ოცნების სუს-ის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა ახალი მოადგილეები დაასახელა

05 აპრ 202512:42
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/05/95kubulon4yqwrx.jpeg

არალეგიტიუმური და ერთპარტიული ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა მისი მოადგილეები წარადგინა. 

მისი პირველ მოადგილედ ირაკლი ბერაია დაინიშნა. 

ამასთან, სუს-ის უფროსის ახალი მოადგილეები გელა გელაძე და ლევან ხარანაული იქნებიან.

4 აპრილს, ივანიშვილის პარლამენტის წევრებმა ანრი ოხანაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნას მხარი დაუჭირეს.

ანრი ოხანაშვილი აღნიშნულ პოსტზე 6 წლის ვადით აირჩიეს. 

მანამდე, აღნიშნულ თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა.


close დახურვა