logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 აპრილს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

05 აპრ 202515:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/05/ix1qk9ohgi8gqzp.jpeg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ასევე, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)", - წერს სააგენტო.


close დახურვა