logo
ENG



რუსული ტანკი რომ დაიქოქება, იმ წუთას მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ - კაკულია ბოკერიას დაუპირისპირდა

17 ოქტ 201915:22
3 წუთის საკითხავი
 
mvbgwvcy067iho5.png

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა. სხდომაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უსმენენ, კაკულიას განცხადებამ ბოკერია გააღიზიანა. 

პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, იმ წუთას მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი. სია არსებობს. 

„მოღალატეობას მაბრალებთ? სირცხვილია,“ – მიმართა მან რომან კაკულიას.

„ბატონო გიგა, თქვენ თავზე რატომ მიიღეთ?" - უპასუხა კაკულიამ. 

„იმიტომ, რომ შეურაცხყოფას მაყენებთ," - განაცხადა ბოკერიამ. 

„შეურაცხყოფა თქვენ რომ იცით ისეთი უნდა, თან უსაფუძვლო," - უპასუხა კაკულიამ და მას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც დაეთანხმა. 

შეგახსენებთ, რომ "მინისტრის საათის" ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსმენენ.

 


close დახურვა