logo
ENG



უამინდობის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება იზღუდება

10 აპრ 202520:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/10/cwn4as3vykaox68.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.


close დახურვა