გვიან ღამით ბათუმში კაცმა თავის დაწვა სცადა. მან Facebook-ის Live-ში საწვავი დაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ბადრი აბაშიძე კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
აბაშიძემ მანამდე ვიდეო ჩაწერა, სადაც ამტკიცებდა, რომ მაღალჩინოსნები ემუქრებოდნენ, აშანტაჟებდნენ და ქონების წართმევას ცდილობდნენ. საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელიც აბაშიძის თქმით, მისი ორგანიზაციის საკუთრებაა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბადრი აბაშიძეზე კიდევ ერთი გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ის ემიგრანტებმა თაღლითური სქემის შექმნაში დაადანაშაულეს. უცხოეთში მცხოვრები ქართველები ამბობდნენ, რომ ბადრი აბაშიძემ შექმნა პირამიდა. ემიგრანტებს შორის ათამაშებდა ლატარეას, რომლის მიზანიც თითქოს ერთმანეთის დახმარება იყო.
