logo
ENG



რუსეთმა ჟიტიმორსა და დნეპრზე იერიშები მიიტანა, არიან დაღუპულები

11 აპრ 202512:58
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/11/ixrssx4l5ndgbiv.jpg

10 აპრილს, საღამოს რუსეთმა  ჟიტომირისა და დნეპრის რეგიონს დრონებით შეუტია. 

მრავალსართულიან კორპუსზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, შემთხვევის ადგილზე მაშველები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

რუსეთის მხრიდან დნეპრზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 42 წლის მამაკაცი დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანია დაშავებული.

დაშავებულებიდან სამი ამბულატორიულ მკურნალობას გადის, დანარჩენი ჰოსპიტალიზებულია.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, დარტყმის ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა.

 


close დახურვა