logo
ENG



კრემლის თქმით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა

11 აპრ 202514:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/11/5lxstnfywhgh367.jpg

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, ტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС ავრცელებს

მანამდე, Axios-ი წერდა, რომ უიტკოფი რუსეთში ვლადიმირ პუტინის სანახავად მიემგზავრებოდა.

Flightradar-ის ცნობით, ამერიკელი ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში მოსკოვის დროით დაახლოებით 10:00 საათზე დაეშვა.


close დახურვა