logo
ENG



შსს: აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ

12 აპრ 202513:05
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/12/wqbpsdvyfzlhldz.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, უკრაინის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული მ.ზ და 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.ყ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, უკრაინის მოქალაქეს 1994 წელს დაბადებულ მ.ჰ. -ს, უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მ.ჰ. - ს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების განმახორციელებელი პირების ვინაობა დაადგინეს. პოლიციამ შ.ყ. ბათუმში, ხოლო მ.ზ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოს დატოვების მცდელობისას დააკავეს", - წერია განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა