
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი მაისში აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის განხილვას.
ეს განცხადება კაია კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.
"ჩვენ ვმუშაობთ [სანქციების] მე-17 პაკეტზე, რომელშიც ასევე იქნება ჩრდილოვანი ფლოტი და სხვადასხვა ელემენტები, რათა ეს ყველაფერი გავაერთიანოთ [განხილვისთვის] ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოსთვის, მაისში", - თქვა კაია კალასმა.
გარდა ამისა, კაია კალასის აზრით, სანქციების გაფართხოება რუსეთის ნავთობსა და გაზზე, შემზღუდავი ზომების გამკაცრება, უფრო დიდ გავლენას მოახდენს რუსეთზე, რადგან სწორედ ამის დამსახურებით აფინანსებს ის ომს.