
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ფედერალური დაფინანსება გაუყინა. გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უნივერსიტეტმა თეთრი სახლის მოთხოვნებზე უარი თქვა.
აშშ-ის განათლების დეპარტამენტის განცხადებით, ჰარვარდის პოზიცია "აშკარად აჩვენებს იმ შემაშფოთებელ დამოკიდებულებას, რომელიც მრავლად გვხვდება ქვეყნის პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში".
თეთრი სახლის მოთხოვნები, რომლებიც გასულ კვირას გადაიგზავნა, მიზნად ისახავდა ანტისემიტიზმთან ბრძოლას და მოიცავდა უნივერსიტეტის მმართველობის, დასაქმების და მიღების პრაქტიკის ცვლილებებს. ჰარვარდმა ამ მოთხოვნებზე ორშაბათს უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი მის ავტონომიაზე ზეწოლას ცდილობს.
უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა ჰარვარდის საზოგადოებას წერილობით აცნობა, რომ ადმინისტრაციას "განახლებული და გაფართოებული მოთხოვნების სია" პარასკევს გაუგზავნეს და გააფრთხილეს, რომ დაფინანსების შესანარჩუნებლად უნივერსიტეტს მათი შესრულება სავალდებულოა.