logo
ENG



რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში სანქცირებული ავიაკომპანიები იფრენენ

15 აპრ 202520:31
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/15/2ht9jf2ma3plsvq.jpg

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

სამინისტროს თანახმად, ავიაკომპანია UVT AERO-ს პირველი რეისი მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით 3 მაისისთვის აქვს დაგეგმილი, ხოლო ავიაკომპანია Ikar-ის რეისები - ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით 6 მაისიდანაა.

აღნიშნული ავიაკომპანიები ევროკავშირის მხრიდან სანქცირებულები არიან - მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენების შესრულება.


close დახურვა