
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს.
ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში გააკეთა. ნიკა მელიას ეს პარტიები არ დაუკონკრეტებია.
"ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას. არ დავაკონკრეტებ. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მეც მათ შორის, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს. რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო ბოიკოტი, ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა გაეპროტესტებინა ვინმეს, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ მიმართავდნენ. 2020-2021 წლების გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, უნდა მივიღოთ", - თქვა ნიკა მელიამ.