logo
ENG



რუსეთში ნატახტარის ლიმონათის წარმოება იწყება

23 აპრ 202514:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/23/5jnabhpu9t0joyd.jpg

რუსეთში დაფუძნებული ლუდსახარში კომპანია AB InBev Efes ქართული ნატახტარის ლიმონათის რუსეთში წარმოებას იწყებს.

ინფორმაციას რუსულ სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიასაშუალება TASS-ს კომპანიაში დაუდასტურეს.

"ჩვენ დავიწყეთ ნატახტარის წარმოება რუსულ საწარმოებში. ეს არის ახალი ეტაპი ჩვენი ლეგენდარული ბრენდების პორტფელის განვითარებაში. [...] ნატახტარის ლოკალიზაცია - სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პროდუქტი რუსი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, შენარჩუნებული იქნება გემო და ხარისხი", - თქვა AB InBev Efes-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლაი ტიურნიკოვმა.

მისი თქმით, დამატებითი საგადასახადო და სააქციზო შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში მხოლოდ წარმოების დაწყების პირველ წელს დაახლოებით 1 მილიარდ რუბლს მიაღწევს.

ის ამბობს, რომ ნატახტარის ლიმონათის წარმოების დაწყება განპირობებულია უალკოჰოლო გაზიანე სასმელებზე არსებული მზარდი მოთხოვნით.

TASS წერს, რომ რუსეთში ნატახტარის ლიმონათის წარმოება დაიწყება საწარმოებში - ივანოვო და ომსკი. გაყიდვა გაზაფხულის ბოლოს დაიწყება.


close დახურვა