logo
ENG



სტამბოლში გამართულ მარშზე პოლიციამ 400-მდე ადამიანი დააკავა

02 მაი 202500:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/02/icwzn9wc6hyibtg.jpg

სტამბოლში შრომისა და სოლიდარობის დღეს გამართულ მარშზე პოლიციამ 400-მდე ადამიანი დააკავა.

თურქეთის დედაქალაქში მდგომარეობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა, სამართალდამცავების მიერ ბარიერებით შემოსაზღვრულ ტაქსიმისა და გეზის პარკებში შესვლა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რის შედეგადაც, მათ ჯამში 384 ადამიანი დააკავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიცია მედიის წარმომადგენლებს ადამიანების დაკავების პროცესის გადაღების საშუალებას არ აძლევდა.


close დახურვა