logo
ENG



აშშ-ის საელჩო ბომბის შესაძლო საფრთხეზე იტყობინება — სუსი მუშაობს ცრუ შეტყობინებაზე

07 მაი 202519:45
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/07/gmeqfjvih7va2ca.png

აშშ-ის საელჩო საქართველოში საკუთარი მოქალაქეების მიმართ სპეციალური გაფრთხილებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ისინი მოუწოდებენ ამერიკელებს თავი შეიკავონ თბილისის სამ მსხვილ სავაჭრო ცენტრში — ისთ ფოინთში, გალერეა თბილისში და თბილისი მოლში მისვლისგან, ბომბის არსებობის შესაძლო საფრთხის გამო.

გაფრთხილება საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მასში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე არსებობს უსაფრთხოების შესაძლო რისკი.

განცხადების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ცრუ შეტყობინებას, და ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც სუს-მა „ფორმულას“ განუცხადა, უწყება „მუშაობს ცრუ შეტყობინების ფაქტზე“.


close დახურვა