logo
ENG



ევროკავშირის ელჩი ანაკლიაზე:ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია

18 ოქტ 201913:19
3 წუთის საკითხავი
clock 1259
j84web40ayrltlr.jpg

"არაერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია,"- ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას. 

კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი განხორციელდება და მიუხევადავდ მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობისა, ანაკლიისამი ყველა კეთილგანწყობილია.

"არაერთხელ  ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რადგან ესაა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ის განხორციელდეს. ჩვენ ყველა მხარისგან ვისმენთ შეფასებებს, მიხუხედავდ იმისა რომ ისინი ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობით არ იყვნენ, მაგრამ მათგან წამოსული განცხადებები კეთილგანწყობილია პროექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი გარხორციელდება,-"განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ევროკავშრის ელჩის ეს განცხადება ევროკავშირისა და გაერო 6-წლიან პროგრამის შეჯამებაზე გააკეთა.

ღონისძიებაზე წარადგინეს დამოუკიდებელი ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო, მოსამართლეთა და პროკურორთა დამოუკიდებლობის, მედიის მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციებს მოიცავს.

 


close დახურვა