logo
ENG



ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა

13 მაი 202513:03
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა. ჩიქოვანი შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.

ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ჩიქოვანი.


close დახურვა