logo
ENG



თბილისს ახალი პროკურორი, გენერალურ პროკურორს კი ახალი მოადგილე ჰყავს - საკადრო ცვლილებები

13 მაი 202516:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/13/x00e3livymgvx34.png

პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, გენერალური პროკურორის მოადგილედ კი — ზურაბ ბელთაძე.

ბელთაძეს პროკურატურაში მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს. გვარაკიძე ამ დანიშვნამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურში, სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

თბილისის ყოფილი პროკურორი ლევან გეგეჭკორი სასაზღვრო პოლიციაში გადავიდა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს


close დახურვა