logo
ENG



შსს-მ კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 43 წლის კაცი დააკავა

20 მაი 202519:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/20/w3a2qzq2xg8b3ws.jpg

კახეთში დააკავეს 43 წლის კაცი, რომელიც 13 წლის შვილზე სექსუალურად ძალადობდა.

ფორმულას ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ბრალი უკვე წარედგინა.

გავრცელებული ცნობებით, მამა თავის შვილზე სექსუალურად თითქმის 1 წლის განმავლობაში ძალადობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

 


close დახურვა