logo
ENG



ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, მანქანებს შეეჯახა

21 მაი 202517:02
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/21/ef4uskkior6qf9d.jpg

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მიკროავტობუსი რამდენიმე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა და დააზიანა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 5 ავტომანქანა.

ადგილობრივების თანახმად, მიკროავტობუსს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, რომელმაც სხვა არასრულწლოვანებთან ერთად ის გაიტაცა და დაძრა, რასაც მალევე შეჯახება მოჰყვა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა