logo
ENG



მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა

22 მაი 202519:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/22/wb4ht0p3y7oen9b.png

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერისთვის ზურაბ ჯაფარიძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ეს შუამდგომლობა თავად ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა - ირაკლი ჩომახიშვილმა და ნიკა გვარამიამ, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს. 

მოსამართლის თანახმად, ადვოკატების მიერ პროცესის დატოვების მიზეზი "სხდომის გაჭიანურებაა".

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ სასამართლოს ზურაბ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.


close დახურვა