logo
ENG



ქართული ოცნება დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს აუქმებს

07 ივნ 202520:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/07/2vuwramspt9duts.jpg

ქართული ოცნება ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს აუქმებს. შესაბამისი ბრძანება ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა, მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

დადგენილების მიხედვით, ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ საგარეო საქმეთა სამინისტრო განისაზღვრება.

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება 1 ივლისიდან NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ხურავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად, ცენტრი სამინისტროს უერთდება.

 


close დახურვა