logo
ENG



პროკურატურა: ბათუმში, სუპერმარკეტში 2 ადამიანი მოლარეს თავს დაესხა, მოიპარეს 2145 ლარი

13 ივნ 202517:05
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/13/acau6vw420urtz4.png

პროკურატურის ცნობით, ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი ადამიანი მოლარეს "პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით" თავს დაესხნენ და 2145 ლარი მოიპარეს.

აღნიშნულის საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ადამიანი დამნაშავედ ცნო და მათ 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ", - წერია უწყების განცხადებაში.


close დახურვა