logo
ENG



პაკისტანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი სრულიად დახურა

16 ივნ 202517:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/16/impf6jzy127qcxg.jpg

ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, პაკისტანმა თეირანთან სახმელეთო საზღვრის ყველა გამშვები პუნქტი განუსაზღვრელი ვადით დახურა.

"ორ ქვეყანას შორის ყველა საზღვარი დაიხურა როგორც ვაჭრობისთვის, ისე ფეხით მიმოსვლისთვის, მას შემდეგ რაც ირანმა თავად დაიწყო ჩაკეტვის პროცესი... ხუთივე რაიონის - ჩაგის, ვაშუკის, პანჯგურის, კეჩისა და გვადარის სასაზღვრო ობიექტები დახურულია", - განუცხადა მედიას ბელუჯისტანის პროვინციის მაღალჩინოსანმა კადირ ბახშ პირკანიმ.

მისივე თქმით, მორიგი შეტყობინების გახმოვანებამდე, ირანში გადასვლა აკრძალულია, ხოლო საზღვარი ღიაა იმ პაკისტანელებისთვის, რომლებიც ახლა ირანში იმყოფებიან და უკან დაბრუნებას მოისურვებენ.


close დახურვა