logo
ENG



ირანის მხრიდან ბალისტიკური თავდასხმების ფონზე ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა

18 ივნ 202500:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/18/t1fienw36dhnq2f.png

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ირანმა ქვეყნის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა. თავდასხმების ფონზე ისრაელის რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში, საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო.

„საფრთხის შესაჩერებლად თავდაცვითი სისტემები მუშაობს,“ — აცხადებენ ისრაელის არმიაში.

მანამდე ირანმა თელ ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

პარალელურად, ისრაელის არმიამ ირანში „მასშტაბური საჰაერო იერიშების სერია“ განახორციელა


close დახურვა