logo
ENG



კოლუმბიაში მეწყრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

26 ივნ 202510:23
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/26/h5dhomudbj59jm7.png

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

ანტიოკიას პროვინციის გუბერნატორის ანდრეს ჯულიანის განცხადების თანახმად, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

მედიის ცნობით, მეწყერი ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. რეგიონში მცხოვრები 1 300-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.


close დახურვა