logo
ENG



ბენჟამინ ჰადადი: “ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია

01 ივლ 202518:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/01/utnymizcpfto3qu.jpeg

ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ პლკატფომრა x-ზე წერს.

მისი თქმით, მან მონაწილეობა მიიღო პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყოდიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დოუთის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს მივიღე მონაწილეობა პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყოსტივენ დოუთის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს", - წერს ჰადადი


close დახურვა