logo
ENG



სასამართლომ გირაო შეუფარდა პოლიციელს, რომელმაც 18 წლის ცოლზე იძალადა

06 ივლ 202515:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/06/viqg8n2qgtp776e.jpg

Batumelebi-ს თანახმად, 18 წლის ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია პროკურატურაში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა გუშინ, 6 ივლისს პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 


close დახურვა