logo
ENG



მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა

07 ივლ 202509:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/07/wwfmxm1h45i1s7c.png

მედიის ცნობით, საგარეჯოში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. პირველადი ინფორმაციით, მან თავად გაისროლა.

შემთხვევის ადგილი ამ დროისთვის ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული კრიმინალურ პოლიციას. ადგილზე იმყოფება "ტვ პირველი".

მცდელობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და ზარებს არ პასუხობს.

დამატებითი დეტალები და ოფიციალური განცხადებები ამ დროისთვის უცნობია.


close დახურვა