logo
ENG



ISSA: მაყურებელთა რეიტინგით თბილისში TV პირველი და ფორმულა პირველ და მეორე ადგილზე არიან

07 ივლ 202515:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/07/mvma51onjv92j0d.png

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) 2025 წლის ივნისში აწარმოებდა, „ფორმულა“ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი და სანდო ტელევიზიაა, რომელიც მაყურებლებით აჭარბებს როგორც „რუსთავი 2“-ს, ისე „იმედს“.

კითხვაზე — „რომელ არხს ენდობით ყველაზე მეტად?“ — „ფორმულა“ ერთ-ერთ წამყვან, მეორე პოზიციაზეა.

ნდობის მაჩვენებლით პირველ ადგილზე „TV პირველი“ რჩება.

  • TV პირველი — 63%
  • ფორმულა — 51%
  • რუსთავი 2 — 50%
  • იმედი — 45%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი — 23%

საერთო სურათში, „ფორმულა“ ერთ-ერთი მთავარი მედიაა, რომელსაც ქვეყანაში უყურებენ და ენდობიან — განსაკუთრებით კი ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა.

კვლევის მეთოდოლოგია

  • კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
  • სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
  • შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
  • მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
  • შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
  • შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
  • გამოპასუხების წილი: 71%
  • საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.

 

 


close დახურვა