საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი - 44% "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა.
აღნიშნულ წინადადებას თბილისის მოსახლეობის 60%-მდე, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 83% ემხრობა.
ასევე, კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 41% მიიჩნევს, ქართული ოცნების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უნდა შეწყდეს. ასე ფიქრობს "ოცნების" ამომრჩეველთა 89%-იც.
კვლევის მეთოდოლოგია
- კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
- სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
- შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
- მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
- შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
- შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
- გამოპასუხების წილი: 71%
- საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
