logo
ENG



ISSA: მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ემხრობა

07 ივლ 202517:23
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/07/l2fob6ya5saaknx.png

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა.

ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება თბილისის მოსახლეობასა (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%).

ტენდენცია სხვაგვარია რეგიონებში, სადაც საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%. პროტესტს არ ემხრობა "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა 75%.

ამასთანავე, უფრო მკვეთრია მხარდაჭერა აღნიშნული აქციების დროს დაკავებული ადამიანების მიმართ, მათ შორის "ქართული ოცნების" ამომრჩევლებშიც.

კერძოდ, მათ გათავისუფლებას ემხრობიან:

  • საქართველოს მოსახლეობის 73%;
  • თბილისის მოსახლეობის 79%;
  • რეგიონების მოსახლეობის 70%;
  • ოპოზიციის ამომრჩევლების 92%
  • "ქართული ოცნების" ამომრჩევლების 40% (ეწინააღმდეგება 50%).

კვლევის მეთოდოლოგია

  • კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
  • სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
  • შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
  • მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
  • შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
  • შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
  • გამოპასუხების წილი: 71%
  • საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.

close დახურვა