logo
ENG



შსს: პოლიციელმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს ოქრო მოპარა, ის დავაკავეთ

23 ივლ 202510:34
3 წუთის საკითხავი
 
შსს: პოლიციელმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს ოქრო მოპარა, ის დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მათი ცნობით, დაკავებულმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქეს ოქრო მოპარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა