საქართველოს პრემირ-მინისტრი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ე.წ. კარიბჭე დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის. განცხადება პრემიერმა აბრეშუმის გზის ფორმუმზე გააკეთა, რომელიც ოპერისა და ბალეტის ტეატრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
“საქართველო, როგორც 3 და 7-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, შესაძლოა, ვინმემ არამიმზიდველად მიიჩნიოს, თუმცა თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ. ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არამხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის. ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოში თქვენ დაგხვდებათ საინვესტიციო პრეფერენციები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას, 2 და 3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომისთვის. 21-ე საუკუნე აღიარებულია როგორც ციფრული ერა, შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი ტემპებით განვითარება, უკვე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ჩვენი სამყაროს, როგორც სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ცვლილებებზე. თუმცა, ამ მხრივ არსებობს სერიოზული გამოწვევები და რისკებიც, თუნდაც კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, კონფიდენციალურობის და თუნდაც სამუშაო ადგილებზე ზემოქმედების თვალსაზრისით. დღევანდელი ფორუმი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც შეგვიძლია მსგავს პრობლლემურ საკითხებზე ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აბრეშუმის გზის ფორუმი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ოპერისა და ბალეტის თეატრთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ პრემიერი ვერც საერთაშორისო ღონისძიებებზე იგრძნობს თავს კომფორტულად, რადგან მოძრაობა 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ყველგან შეახსენებს.
