logo
ENG



ბათუმში კრიმინალური პოლიციის მანქანა მაღაზიაში შევარდა

11 აგვ 202510:04
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/11/2js8mkctsdk2aj7.jpeg

ბათუმში, 10 აგვისტოს, კრიმინალური პოლიციის მანქანა მაღაზიაში შევარდა. შემთხვევა გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორმულას” განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოების კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით, რომელიც გზაზე მოძრაობის წესების დარღვევას ეხება.


close დახურვა