logo
ENG



ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

11 სექ 202517:00
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. განცხადება ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კეთდება.

ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაა დაკავებული.

"სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე", - განაცხადეს სუს-ში.

ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა