logo
ENG



აღმაშენებლის ხეივანზე 30 სექტემბრიდან 3 დღით საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

29 სექ 202520:23
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/29/upcbzeqofbztlz7.jpg

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე 30 სექტემბრიდან 3 დღით, 00:00-დან 06:00 საათებში საავტომობილო მოძრაობა სულიად შეიზღუდება.

მერია აღნიშნულ შეზღუდვას მაღალაძეების ქუჩასთან არსებული სახიდე გადასასვლელის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებს.

"უსაფრთხოების მიზნით, 30 სექტემბრიდან სამი ღამის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ე.წ. ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - წერს მერია.


close დახურვა