logo
ENG



პროპაგანდისტული „იმედი“, კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს აქვეყნებს

04 ოქტ 202519:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/04/rqq8dl2awjez7nf.jpg

პროპაგანდისტული "იმედი" თავისივე დაკვეთით, კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს აქვეყნებს.

აღნიშნული ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში ადგილობრივი არჩევნები კახა კალაძემ მოიგო (77.4%).

მეორე ადგილი კი "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დაიკავა (8.8%).

"გორბის" კვლების მიხედვით, თბილისში მესამე ადგილი დაიკავა იაგო ხვიჩიამ, 6.7%-ით.

ამავე კვლევის მიხედვით, ბათუმში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • გიორგი ცინცაძე, "ქართული ოცნება" - 81.2%
  • გოჩა გოგუნავა, "გახარია საქართველოსთვის" - 9.3%
  • კახაბერ ცისკარიძე, "გირჩი" - 4.4%

"გორბის" კვლევის მიხედვით შედეგები ქუთაისში:

  • დავით ერემიშვილი, "ქართული ოცნება" - 88.7%
  • პაატა ზაქარეიშვილი, "გახარია საქართველოსთვის" - 5.7%
  • გიორგი ამაღლობელი, "გირჩი" - 5.6%

close დახურვა