logo
ENG



ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

13 ოქტ 202509:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/13/a7i3arqo5v6t2vb.png

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის არიან გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.

მათ მალე ისრაელელ სამხედროებს გადასცემენ.

თელ-ავივში "მძევლების მოედანზე" ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან.

მას შემდეგ, რაც ისრაელი დაადასტურებს ყველა იმ მძევლის მიღებას, რომლის გათავისუფლებასაც ელოდება, ისრაელი დაიწყებს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ჰამასს 48 მძევალი ჰყავს, რომელთაგან 20 ცოცხლად მიიჩნევა.


close დახურვა