logo
ENG



მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შექმნა

24 ოქტ 201914:23
3 წუთის საკითხავი
 
dgbkvqq46hx8vvc.jpg

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისთვის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოვიდა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა კომენტარი, მათ შორის ერთ-ერთია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია შექმნა.

მინისტრის ინფორმაციით, კომისიაში 10 სხვადასხვა უწყება გაწევრიანდება, მთავარი ამოცანა კი იქნება ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა 2300 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის თუ სამარხის დასადგენად.

"ამ კომისიის ამოცანაა ის, რომ ჩვენ შევძლოთ ძალიან ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად პროცესის წარმართვა. ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მიმართოს კომისიას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ცალსახად და მხოლოდ ჰუმანიტარული პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას,“- განაცხადა მინისტრმა.


close დახურვა