logo
ENG



მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია

22 ოქტ 202514:15
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია. წელს ეს ჯილდო ამაღლობელთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცა.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. რასა იუკნევიჩიენეს თქმით, „ამაღლობელი არა მხოლოდ მამაცი ჟურნალისტია, ის მთელი ქართველი ერის სიმბოლოა, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“.

ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა მათთვის, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლისა და უმცირესობების უფლებების დაცვის განვითარებაში.


close დახურვა