logo
ENG



იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესი ე.წ. კლანის ინტერესებს ემსახურება - ნაზი ჯანეზაშვილი

24 ოქტ 201915:24
3 წუთის საკითხავი
 
vgpd7lhdmmh66rv.png

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, იმ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ.

სულ 60-მდე ვაკანსიაზე 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი. საიდანაც საბჭო დღეს, 35-ს გაესაუბრება.

მოსამართლეთა ამ წესით გადანიშვნას პრობლემურს უწოდებს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. მისი მოსაზრებით, მიმდინარე პროცესი ე.წ. კლანის ინტერესებს ემსახურება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყენებს თავისი მიზნების განსახორციელებლად, ანუ დავუშვათ თუ რომელიმე მოსამართლე უნდა დაასაქმოს ამა თუ იმ ადმინისტრაციაში იმისათვის, რომ იქ სჭირდება, მაშინ გადაიყვანს. თემურ გოგოხია და საბჭოს წევრი რევაზ ნადარაია არიან ქვისლები. თემურ გოგოხია, რომელიც არის ერთ-ერთი განმცხადებელი, მასთან ჩატარდა გასაუბრება და მან აცილების საკითხი არ დააყენა, ასევე რევაზ ნადაიარამ არ დააყენა აცილების საკითხი და ფაქტობრივად იგი დაიმალა,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. წინა დღეებში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს - შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილს, თამარ ალანიას, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს, თამარ ზამბახიძეს, შალვა თადუმაძეს, ზაზა თავაძეს, ვლადიმერ კაკაბაძეს, გიორგი მიქაუტაძეს და პაატა სილაგაძეს მოუსმინეს. 


close დახურვა