
რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს სავარაუდოდ უკვე გადასცეს. მისი ადვოკატი ივანე ნორაკიძე სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მან იმ მანქანის შეჩერებაც სცადა, რომლითაც სავარაუდოდ სუმბაევი გადაჰყავდათ. რუსული მხარე საზღვარზე სუმბაევს 11 საათისთვის ელოდებოდა. ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილიდან გახდა ცნობილი.
„რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატორის განჩინებით ვითხოვთ 24 ოქტომბერს დილის 11 საათზე ლარსის გამშვებ პუნქტთან იაროსლავ სამბუევის ექსტრადირებას, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის კოლონა ზაურ ხალიევის ხელმძღვანელობით დახვდება,“ - ვკითხულობთ წერილში.
სუმბაევის ადვოკატმა სააპელაციოს სარჩელი რამდენიმე წუთის წინ ჩააბარა, მისი განცხადებით, ის დაელოდება საექსტრადაციო პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას.
ის ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება ის დაელოდება თუ როგორი იქნება ქართული მხარის და თეა წულუკიანის რეაქცია, რომელსაც როგორც ადვოკატი ამბობს, თავისი გაფუჭებული საქმის გამოსწორება მოუწევს.
„ვინაიდან, ბატონ სუმბაევს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა გუშინწინ და დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ვადა, როდესაც შეგვიძლია, რომ ეს პატიმრობა გავასაჩივროთ. იგი ვალდებული იყო საქართველოს კანონმდებლობით, რომ დალოდებოდა გასაჩივრების ვადებს და მხოლოდ მას შემდეგ ეფიქრა სუმბაევის ექსტრადიციაზე. ჩვენ შეგვაქვს სააპელაციო საჩივარი და ძალიან მაინტერესებს უბრალოდ სააპელაციო სასამართლომ დავუშვათ და მიიღო ეს წარმოებაში და გამოუშვა ბატონი სუმბაევი საექსტრადაციო პატიმრობიდან, რას აპირებს ქალბატონი წულუკიანი? რუსეთიდან დააბრუნებს სუმბაევს და იტყვის, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება? დიდი იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა ივანე ნორაკიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს უკვე გადასცეს. მისი ადვოკატი ივანე ნორაკიძე სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მან იმ მანქანის შეჩერებაც სცადა, რომლითაც სავარაუდოდ სუმბაევი გადაჰყავდათ. რუსული მხარე საზღვარზე სუმბაევს 11:00 საათისთვის ელოდებოდა.