ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მათი დამკვირვებელი პატრულირების დროს, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დააკავეს.
„უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა პატრულირება, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე," - წერია განცხადებაში.
შემთხვევის გამო, სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს. მომხდართან დაკავშირებით, დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დაიგეგმა, სადაც ინციდენტს განიხილავენ.
